რეგიონი
მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის სოფელ სალხინოშ  ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ მოპოვებული, დაუფირნიშებელი, 35 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი ამოიღეს.

უწყების ცნობით, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის სამსახურებში გადააგზავნეს.


Print