რეგიონი
ტურისტი, რომელსაც მესტიაში ორი დღეა ეძებენ გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის მოქალაქე, რომელსაც მესტიაში, თეთნულდზე მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ის ზვავში მოჰყვა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" თეთნულდის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ქურდიანმა უთხრა.

„ორდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ ვიპოვეთ. როგორც გვეუბნებოდნენ, რომ ის ზვავში მოჰყვა, მართალი აღმოჩნდა. მისი ცხედარი თოვლის საფარის ქვეშ ვიპოვეთ“, - ამბობს ქურდიანი.

გუშინ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ კიდევ ერთი ტურისტი მოჰყვა, თუმცა მაშველებმა მისი ამოყვანა უვნებლად შეძლეს.


ამავე თემაზე:

თეთნულდზე ტურისტს ეძებენ

თეთნულდზე ჩამოწოლილ ზვავში ტურისტი მოჰყვა
Print