რეგიონი
ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების ნებართვის მისაღებად პროცედურები ხელახლა დაიწყო
“ეიპიემ ტერმინალმა” ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებისთვის საჭირო ნებართვების მისაღებად პროცესები ხელახლა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს. ამავე ცნობით, აღნიშნული ნებართვის მიღება აუცილებელი წინაპირობაა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური ექსპლუატაციაში 2022 წლის მეორე კვარტალში შევიდეს.

"კერძოდ, 2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს. როგორც “ეიპიემ ტერმინალსმა” საქართველოს მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოვოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით. მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავიწიოთ წინ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას", - ნათქვამია  „ეიპიემ ტერმინალს“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა  ღრმაწყლოვანი პორტის აშენება სურვილი 2019 წლის ივნისში გამოთქვა. 

ამავე თემაზე:

APM Terminals Poti განცხადებას ავრცელებს

ფოთის პორტმა ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაძლოა სამართლებრივ ღონისძიებებს მიმართოს
Print