სპორტი
ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
რომში მიმდინარე ევროპის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ნუგზარ წურწუმიამ. ხობელმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რუმინელი ფლორინ ტიტა დიდი უპირატესობით - 8:0 დაამარცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა.

მან გასულ წელს ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს 12-წლიანი პაუზის შემდეგ ოქროს მედალი მოუტანა. იგი ასევე, 23 წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონია.
Print