ახალი ამბები
ერგეტის საბავშვო ბაღში გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობის სახურავი დაიწვა
ზუგდიდის სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა და ის დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა შენობის გადარჩენა შეძლეს.



ბაღის გამგის შორენა მებონიას თქმით, აღსაზრდელები შენობიდან ცეცხლის გაჩენიდან მალევე გაიყვანეს, გარდა ამისა ინვენტარიც გაიტანეს.
"ექვსის წუთები იყო, როდესაც შევნიშნეთ. ბავშვები ორ წუთში გადავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას და ადგილობრივების დახმარებით, ინვენტარიც გავიტანეთ",- ამბობს გამგე. 

მისივე ინფორმაციით შემთხვევის დროს ბაღში 28 ბავშვი იყო. ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია მივიდა. მისი თქმით, აღსაზრდელების სხვა ბაღებში გადანაწილების პროცესი ხვალიდან დაიწყება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. 

ამავე თემაზე: 

ერგეტაში საბავშვო ბაღი იწვის


Print