რეგიონი
ბაღების გაერთიანება: ერგეტაში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდება
ზუგდიდის სოფელ ერგეტაში, სადაც საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა, აღსაზრდელებისათვის ალტერნატიულ ფართს ეძებენ. ამის შესახებ რადიო "ათინათს" სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ უთხრა. მისივე თქმით, სასწავლო პროცესი ერეგეტაში ორშაბათიდან განახლდება.

"ალტერნატიული ფართი დღეს უნდა მოვიძიოთ. სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდება, თუმცა არ ვიცით სად იქნება ეს, სახლს ვიქირავებთ თუ ადმინისტრაციულ შენობაში შევალთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ბაღზე მორგებული. რაც შეეხება ძველ ბაღს, ექსპერტები გვეტყვიან ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას", - ამბობს თოლორაია.

ერგეტის ბაღის შენობას ცეცხლი გუშინ საღამოს გაუჩნდა, რის შედეგადაც სრულად დაიწვა სახურავი. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

აღნიშნულ ბაღში 48 აღსაზრდელი ირიცხება.




Print