ახალი ამბები
ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება
ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული ბაკურ სორდია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ზუგდიდის რაიონულმა მოსამართლემ ნატრული აკობიამ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო.

დაკავებული თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. მას ადვოკატი არ ჰყავს. სხდომას გარდაცვლილი ეკა მიქავას მამაც ესწრებოდა, რომელმაც სასამართლო დარბაზი მალევე მას შემდეგ დატოვა, რაც ბრალდებულს კითხვით მიმართა, თუ რატომ მოუკლა შვილი.

მანამდე გარდაცვლილის მშობლებმა და ახლობლებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

მამუკა წოწერია: შამგონაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტთან საკრებულოს წევრს კავშირი არა აქვს

აქტივისტი მანდატის შეჩერებას ითხოვს დეპუტატისთვის, რომლის ბოსელში თვითმკვლელობა მოხდა 

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ზუგდიდში მამაკაცი დააკავეს



Print