ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა: დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია
"საქართველოს რკინიგზა" ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული მატარებლის დაკვამლიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია, რომ სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. 

"სადგურ აბაშაში, ზუგდიდი- თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. "საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, "საქართველოს რკინიგზის" ნებისმიერ სალაროში  მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით შემთხვევაზე მოკვლევა მიმდინარეობს. 

თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს აბაშაში ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Print