ახალი ამბები
ზუგდიდელი პედაგოგი საუკეთესო დირექტორთა კონკურსის სამეულში მოხვდა
რუხის საჯარო სკოლის დირექტორი გოგი თოდუა "საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორთა" რჩეულ სამეულში მოხვდა. მის შესახებ რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, გამარჯვებული ფულადი ჯილდოთი დასაჩუქრდება და პრაღაში კონფერენციაზე გამგზავრება. რუხის საჯარო სკოლას კი დირექტორის წარმატებისთვის ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორია გადაეცემა.

კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობა საქართველოს საჯარო სკოლის იმ დირექტორებს შეეძლოთ, რომელთაც ამ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ.
გამარჯვებული ჟიურიმ სხვადასხვა კრიტერიუმებით შეარჩია. მათ შორისაა საკუთარი სკოლის განვითარებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, ინოვაციურობა და სხვა.
Print