რეგიონი
თიკო ღაჭავა ზუგდიდელებს მხარდაჭერას სთხოვს
მომღერალ თიკო ღაჭავას ზუგდიდელების მხარდაჭერა სჭირდება. ის ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის მუსიკალურ შოუში ,,დიდი სცენა“ მონაწილეობს. თანამოქალაქეებს მისი მხარდაჭერა, შოუს მიმდინარეობისას 22:30-დან 23:55 საათამდე შეუძლიათ.  გულშემატკივრებმა  მას, ნომერზე - 0322 779918 უნდა დარეკონ, ზარი უფასოა. კონკურსანტის მხარდაჭერა უცხოეთიდანაცაა შესაძლებელი ნომერზე +995 322779918.

თიკო ღაჭავა ბავშვობიდან მღერის. მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტი დაამთავრა.
Print