ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთში 150 ტონამდე მიმოზას გაიტანენ
აფხაზეთიდან რუსეთში მიმოზის „ექსპორტი“ დაიწყო, წერს „აფსნიპრესი“. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში 413 კგ მცენარე გაიტანეს. ამასთან, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 655 კგ-ს შეადგენდა. გამოცემის ცნობით, წელს „მიმოზის სეზონი“ 3 თებერვალს გაიხსნა და მარტის პირველ რიცხვებამდე გაგრძელდება.
აფხაზეთიდან 150 ტონა მიმოზის გატანა იგეგმება, ხოლო გასულ წელს - 100 ტონა გავიდა.



Print