ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მშენებელ კომპანიებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას ეხმაურება, რომელშიც საუბარია 2017-2018 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გამოვლენილ ხარვეზებზე. მათი თქმით, მერია სისტემატიურად ახორციელებს გამოვლენილი ნაკლოვანებების მონიტორინგს და საგარანტიო ვადის ფარგლებში თითოეულ მშენებელ ორგანიზაციას უკვე განესაზღვრა გონივრული ვადა ხარვეზების დროულად აღმოსაფხვრელად. ამავე ცნობით, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, ნაკლოვანებები უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაში აღმოჩნდა.

Print