ახალი ამბები
ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
მესტიის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, მას მცირე ზომის ჭრილობა ბეჭის არეში აღენიშნება. მათივე ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. დაჭრის ფაქტს ჭუბერის რწმუნებული გიორგი ჩხეტიანი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სხვა ინფორმაცია არა აქვს.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლის პირველი და 231-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო.
Print