რეგიონი
ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ კვირაში სამეგრელოში, მათ შორის, ზუგდიდში უნალექო და მზიანი ამინდები შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 16-18,  ხოლო ღამით 2-3 გრადუსამდე მოიმატებს.

"მხოლოდ ამ საღამოს იქნება ყინვა და შესაძლოა ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცეს", - ამბობენ სააგენტოში.

სინოპტიკოსები წვიმას 22-23 თებერვალს პროგნოზირებენ.


Print