ახალი ამბები
შამგონაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მშობლები აქციას მართავენ
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან ეკა მიქავას მშობლები და ახლობლები აქციას მართავენ. მათ 35 წლის ქალის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ის ქმარმა ბაკურ სორდიამ, რომლის მორიგი პროცესიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, ჯერ სცემა და შემდეგ მეზობლის ბოსელში ჩამოკიდა. გარდაცვლილის დედა ირმა ბერიშვილი სორდიას უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
"ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა, ის ჯერ ცემეს და ნაწამები ჩამოკიდეს. ვითხოვთ მის დასჯას სათანადოდ. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე სამართლიან განაჩენს გამოიტანს", - ამბობს ბერიშვილი.

სოფელ შამგონაში 35 წლის ეკა მიქავა მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა ხუბუას ბოსელში ჩამომხრჩვალი 28 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი დეპუტატის მეზობლად ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს თვითმკვლელობამდე მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. ბაკურ სორდია პოლიციამ 29 დეკემბერს დააკავა. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სორდიას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 11-1 151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 126-1-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით არის აღძრული.



Print