რეგიონი
რუხში უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდის სოფელ რუხში უაქციზო  თამბაქოს  ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში ამოღებულია, ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი და 1კგ. და 100გრ. უაქციზო თუთუნი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. ფაქტებზე არსებული საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.


Print