ახალი ამბები
სოხუმში ტროლეიბუსების ხაზი დაზიანდა
სოხუმში ტროლეიბუსები შეფერხებით მოძრაობენ. ამ დროისათვის დროებით გაუქმებულია მარშრუტები ქალაქის ცენტრიდან ახალ რაიონამდე და ახალ დაბამდე, წერს გამოცემა „აიაირა“. №1 და №3 ტროლეიბუსები ხაზზე მომხდარი დაზიანების გამო არ მოძრაობენ.

პარკის მთავარი ინჟინრის ენვერ ჩამაგუას თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ავარიის შედეგების აღმოფხვრა. მისივე ცნობით, ტროლეიბუსების მოძრაობა დღეს, 24 თებერვალს აღდგება.

Print