რეგიონი
ზუგდიდში "ლელოს" წარმომადგენლებმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
პარტია „ლელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 1924 წლის აჯანყებისას დახვრეტილთა და რეპრესირებულთა მემორიალთან, იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელის ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, იუნკერების გმირობა მომავალი თაობებისთვის მაგალითი აღმოჩნდა და 2008 წლის აგვისტოს ომი სწორედა ამ თვდადების გამოძახილი იყო.

„დღევანდელ დღეს, მაშინდელი ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორმა ივანე ჯავახიშვილმა განცხადება გააკეთა და სტუდენტებს მოუწოდა, მიეღოთ მონაწილეობა საქართველოში ოკუპაციის მცდელობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ცხრა სტუდენტი დაგვეღუპა. ამ ადამიანების თავდადება, სამშობლოსადმი ბრძოლა ყოველთვის დარჩება მაგალითად თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგო ოკუპაციას და მტერს “, - ამბობს ახვლედიანი.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.


Print