რეგიონი
ხობელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
ქუთაისში გამართულ საქართველოს პირველობაზე ხობელმა მოკრივეებმა გიორგი ახალაიამ და გიგი ცანავამ შესაბამის კატეგორიებში  პირველი ადგილები დაიკავეს. მათ ჩემპიონობასთან ერთად, ევროპის პირველობის საგზურიც მოიპოვეს.

ჭაბუკთა შორის ევროპის პირველობა 13-25 ივლისს, თბილისში გაიმართება.
Print