ახალი ამბები
საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს დროშა დაშვებულია.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

Print