ახალი ამბები
სასწავლო ცენტრ GLC-ის საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში
ასოციაცია "ათინათის" ბაზაზე არსებულ საქართველოს სასწავლო ცენტრ GLC-ის ზუგდიდის განყოფილების მოსწავლეები ერთ-ერთ შეჭირვებულ ოჯახს ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა მათ, სურსათი და სხვადასხვა საჩუქრები მიუტანეს.

მასწავლებლის ნესტან ფიფიას თქმით, მოსწავლეები ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან და GLC-ისთვის ქველმოქმედება ტრადიციად იქცა.

ოჯახს, რომელშიც მოხუცთან ერთად ორი არასრულწლოვანი ცხოვრობს, სახლი 2017 წელს დაეწვა.
Print