ახალი ამბები
სოხუმის შეთავაზება პოტენციურ ინვესტორებს - 10 მილიონი რუბლი აფხაზეთში ცხოვრების სანაცვლოდ
სოხუმის გადაწყვეტილებით, "უცხო ქვეყნის მოქალაქემ", რომელიც აფხაზეთში მინიმუმ 10 მილიონი რუბლის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, შესაძლოა რეპუბლიკაში 4-წლიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღოს. შესაბამისი დადგენილება "მინისტრთა კაბინეტმა" დაამტკიცა, წერს აფხაზური მედია.

ამავე შეხვედრაზე "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ აღნიშნული დადგენილება არანაირად არ უკავშირდება "აფხაზეთის მოქალაქეობის" ან მუდმივი ბინადრობის უფლების მიღებას. მისივე თქმით, ოთხი წლის შემდეგ ინვესტორს შეუძლია დროებითი ბინადრობის ვადის გახანგრძლივება მოითხოვოს.



Print