ახალი ამბები
როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავისრუსისგან - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია (ვიდეო)
საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეორეკომენდაციებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული. ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.

კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.

რეკომენდაციები, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა; ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტის თავის არიდება; რესპირატორული ინფექციების მქონდე ადამიანის მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა; რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია",-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეორეკომენდაციაში, რომელსაც მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

Print