ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ბასრი საგნით დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობები მუცლის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. დაჭრილს ამ წუთებში ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print