ახალი ამბები
ზუგდიდის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ქალი დაშავდა
ზუგდიდში, კოსტავასა და რუსთაველის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შუახნის ქალი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის შუქნიშანთან, წითელზე გადადიოდა, რა დროსაც მერსედესის მარკის ავტომობილი, სავარაუდოდ, მსუბუქად დაეჯახა.

„შეიძლება დაჯახება არც კი ყოფილა, კარგად ვერ ვნახეთ, წაიქცა, შეიძლება შეეშინდა და იმიტომ დაეცა“, - ამბობენ თვითმხილველები.



დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მანამდე, ექიმებმა მას პირველად დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალამცავები. შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

Print