ახალი ამბები
ფოთში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
ფოთში, ე.წ. კოკაიას ხეივანში მომხდარი ავარიას 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და ,,ჰონდას” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

,,ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგხვდა", - თქვა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.





Print