რეგიონი
ზუგდიდში პური კიდევ ათი თეთრით გაძვირდა (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზარში პურის კიდევ ათი თეთრით გაძვირებას მოვაჭრეები აპროტესტებენ. მათი თქმით, ფასმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯამში 20 თეთრით მოიმატა და ამის გამო კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამასთან, ამბობენ, რომ მომხმარებლების რაოდენობა თანდათან იკლებს.

„ადრე თუ ღირდა 50 თეთრი, ახლა ღორს 70 თეთრი. არსად არ გაძვირებულა ასე, მხოლოდ ჩვენთან, გვაინტერესებს მიზეზი. მყიდველებიც აგრესიაზე გადმოდიან, ისედაც უჭირს ხალხს. ვითხოვთ, რომ დაუბრუნდეს ძველ ფასს“, - ამბობენ გამყიდველები.

მათივე ცნობით, ქუთაისის საცხობებიდან პური გაცილებით იაფად შემოაქვთ, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებს.

თავის მხრივ, მეწარმეები ამბობენ, რომ ფასის მომატება პურის ფქვილის გაძვირებამ გამოიწვია. საცხობ "ლეკოს" წარმომადგენელი გოჩა ბეჭვაია ამბობს, რომ პურ-ფუნთუშეული შარშან უნდა გაეძვირებინათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ზუგდიდში არსებული სოციალირი მდგომარეობის გამო არ მიიღეს.

„ადრე პურის ფქვილი 36 ლარი ღირდა, ახლა ღირს 53 - 54 ლარი, რომელიც შემოგვაქვს ხან თბილისიდან, ხან ბათუმიდან. იძულებულები ვართ გავზარდოთ ფასი. მხოლოდ და მხოლოდ 10 თეთრი მოვუმატეთ. შარშან უნდა მომატებულიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზუგდიდში სხვა სიტუაციაა, არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.  წარმოებები გაკოტრების პირას არიან, ხომ უნდა გავცეთ ხელფასები, ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა და იძულებული გავხდით, 10 თეთრი მოგვემატებინა", - ამბობს გოჩა ბეჭვაია.

მისივე თქმით, ბაზარში სხვადასხვა ფასია, რაც მათზე არაა დამოკიდებული.




Print
თეგები: ზუგდიდი / პური / ფასი /