რეგიონი
ჯუმში ბიბლიოთეკის მოწყობას ითხოვენ
ზუგდიდის სოფელ ჯუმში მოსახლეობა ბიბლიოთეკის გახსნას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ მერიას განცხადებით მიმართეს, რომელსაც თან 62 ხელმოწერა ერთვის. ამაში ადგილობრივებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები დაეხმარნენ. 

სოფელში ამბობენ, რომ აქ 300-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომელსაც სხვადასხვა სახის ლიტერატურა სჭირდება. 

ადგილობრივებს ფართიც მოძიებული აქვთ, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებში საჭიროებისამებრ თავადაც ჩაერთვებიან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან“ ფუნქციონირებს სამოქალაქო საბჭო, რომლის ძირითადი მიზანიც სოფლად და ქალაქში არსებული საჭიროებების გამოვლენა და მათი ადვოკატირებაა.


Print