ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 8 მარტიდან ფასიანი გახდება
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდება, ამის შესახებ ინფორმაციას ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბაღის ტერიტორიის დათვალიერების და სხვადასხვა სერვისებით სარგებლობისთვის 2020 წლის 8 მარტიდან ამოქმედდება შემდეგი ტარიფები:

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების ტარიფი საქართველოს მოქალაქისათვის (მოქალაქეობის იდენტიფიცირებით) ერთჯერადი შესვლა - 2 (ორი) ლარი;

მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები:

• 15 შესვლა - 20 ლარი;

• 30 შესვლა - 40 ლარი;

• 60 შესვლა - 70 ლარი;

• 90 შესვლა - 90 ლარი;

ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების ტარიფი საქართველოს არამოქალაქე პირებისათვის - ერთჯერადი შესვლა 5 (ხუთი) ლარი.

მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები:

• 15 შესვლა - 40 ლარი;

• 10 შესვლა - 30 ლარი;

გიდის მომსახურება - 20 ლარი, ხოლო ყოველი თვის ბოლო პარასკევს 15:00 საათამდე - უფასო;

პიკნიკი/კემპინგი - 15 ლარი 1 პირზე (დრო 18:00-დან 09:00 საათამდე);

სადღესასწაულო ღონისძიებები (ხელისმოწერის ღონისძიება, ვიდეოგადაღება და სხვა) 50 სტუმრის შეყვანა უფასოდ) – 300 ლარი;

დიდი საკონფერენციო დარბაზი (ტრენინგები, შეხვედრები და ა.შ) – 400 ლარი (50 სტუმრის შეყვანა უფასოდ);

მცირე საკონფერენციო დარბაზი (ტრენინგები, შეხვედრები და ა.შ) - 200 ლარი (20 სტუმრის შეყვანა უფასოდ);

15 მარტიდან 15 ნოემბრამდე დილის 06:00 საათიდან 09:00 საათამდე უფასო, 15 ნოემბრიდან 15 მარტის ჩათვლით 07:00 საათიდან 10:00 საათამდე უფასო.

ბაღის ადმინისტრაციის ცნობით, 9 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.






Print