ახალი ამბები
სოხუმი: კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასკოლო ოლიმპიადები არ ჩატარდება
2 მარტის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა რა დაფიქსირებულა, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს "აიაირა".

"მინისტრმა" აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, "იგეგმება კულტურულ - მასობრივი და სპორტული ღონისძიებების, ასევე ასევე სასკოლო ოლიმპიადების ჩატარების აკრძალვა".
მისივე თქმით, დღეიდან სამკურნალო - პროფილაქტიკურ დაწესებულებებში კარანტინი გამოცხადდება. ცახნაკიას თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების მეორე ტალღა წამოვიდა.

"სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილია ექსპრეს ტესტ - სისტემებით А და В ტიპის გრიპის დასადგენად. ასევე, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული პრეპარატებით", - განაცხადა მან.

"საიმიგრაციო სამსახურის" უფროსის ვიაჩესლავ ბგანბას განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან 80 - მდე "უცხო ქვეყნის მოქალაქე" არ შეუშვეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

"პრემიერ - მინისტრის" და "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განკარგულების თანახმად "2020 წლის 7 აპრილამდე აფხაზეთში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეზღუდებათ, გამონაკლისს მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენენ, "რომლებთანაც რესპუბლიკას უვიზო რეჟიმი აქვს დაწესებული".




Print