ახალი ამბები
ფოთის ბაზარში ხმაურია
ფოთში თევზით მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი თქმით, ბაზრის მეპატრონე მაღაზიებს მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც არ გააჩნიათ. აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს.

„შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი, ვიმუშავეთ ერთი კვირა და ერთი კვირის მერე განგვიცხადა მეპატრონემ, დღეში 100 ლარი მინდა მოგებაო. ვინაიდან ამ თანხას ვერ მივცემდით, გვითხრეს, დაგვეტოვებინა ფართი. გამიფუჭდა თევზი და რიონში გადავყარე,“ - თქვა ინგა მითიაშვილმა.

თავის მხრივ, ბაზრის ადმინისტრაციაში მოვაჭრეების პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ მათ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Print