რეგიონი
ზუგდიდში 26 გრადუსამდე დათბება
სინოპტიკოსები სამეგრელოში, მათ შორის, ზუგდიდში 11 მარტამდე უნალექო ამინდებს ვარაუდობენ. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ცნობით, უახლესი ერთი კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დღისით 22 – 26 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით 3-4 გრადუსი იქნება. რადიო „ათინათს“ სააგენტოში უთხრეს, რომ 11 მარტიდან ამინდი შეიცვლება, თუმცა ტემპერატურის მკვეთრ დაკლებას არ ელოდებიან და მიმდინარე თვეს თბილ ამინდებს პროგნოზირებენ.
Print
თეგები: ამინდი / ზუგდიდი /