ახალი ამბები
წალენჯიხა - ჩხოროწყუს საზღვარზე ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია
წალენჯიხა - ჩხოროწყუს საზღვარზე ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო ჯგუფები. რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არაა. ამავე ცნობით, უსაფრთხოების და მონიტორინგის მიზნით, ერთი ეკიპაჟი ადგილზე დარჩება.

ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, მეხანძრეებმა ცეცხლის ყველა კერის ჩაქრობა ვერ მოასწრეს, თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.

"სამი კერა ჩააქრეს მეხანძრეებმა და ეს დიდი რკალი, რომელიც ახლა ჩანს, მისი ჩაქრობა ვერ მოასწრეს. დილიდან განახლდება სამუშაოები. მინდა განვმარტო, რომ ტყის მასივს არ უკიდია. ეს არის ეკალ-ბარდები. მოსახლეობასთან ახლოს არა არის და მას საფრთხე არ ემუქრება",- ამბობს მერი.

მისივე ინფორმაციით, ცეცხლი, დაახლოებით, 10 ჰექტარზეა გავრცელებული.

Print