ნაწულუკუში თხილნარს და ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა
14:44 / 06.03.2020
ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში, საავტომობილო გზაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები. დამწვარია თხილნარი და ერთ-ერთი სახლის დამხმარე ნაგებობა.
მასალის გამოყენების პირობები