ახალი ამბები
ნაწულუკუში თხილნარს და ეკალ-ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდის სოფელ ნაწულუკუში, საავტომობილო გზაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები. დამწვარია თხილნარი და ერთ-ერთი სახლის დამხმარე ნაგებობა.
Print