რეგიონი
მამუკა წოწერია: აუდიტის დასკვნაში აღნიშნული ხარვეზების ნაწილი ინტერპრეტირებულია
ზუგდიდის საკრებულო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ასახული საკითხების ნაწილს არ ეთანხმება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწორიამ უთხრა. მას არაობიექტურად მიაჩნია აუდიტის განმარტება ზოგ საკითხებთან მიმართებაში და ამბობს, რომ დასკვნაში ასახული ინფორმაციის ნაწილი ინტერპრეტირებულია.

„91 სახლიდან მხოლოდ სამი სახლის მაგალითია მოყვანილი და მთელ პროგრამაზეა საუბარი, რომ კრიტერიუმები არასწორადაა გადანაწილებული. ობიექტურად ხდება გადაწყვეტების მიღება, თუ ვის აუშენდეს სახლი და ამ სამი მოყვანილი მაგალითიდან, სანამ აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდებოდა, ორს მოუგვარდა პრობლემა. არის მოსაზრებები, რომელთაც ვიზიარებთ, თუნდაც, ააიპ-ებთან დაკავშირებით, ამას ჩვენც ვამბობთ, რომ გარკვეული ოპტიმიზაცია არის აუცილებელი. ბენზინთან დაკავშირებითაც არის ერთი ფაქტი მოყვანილი, რომ თურმე,  60 ლიტრიან ავზში როგორ ჩავასხით 170 ლიტრი. ასეთი ფაქტი კი საერთოდ არ ფიქსირდება“, - თქვა წოწერიამ.

აუდიტის სამსახურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2017-2018 წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით ხარვეზები გამოავლინა. 
ამავე თემაზე:

TI: ზუგდიდის მერია ხარვეზების შესახებ აუდიტის დასკვნამდეც იყო ინფორმირებული



Print