ახალი ამბები
წალენჯიხაში ცეცხლის ორ კერას აქრობენ
წალენჯიხაში ძლიერი ხანძრის ორი კერა გაჩნდა. მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ხმელ ბალახსა და ფიჩხებს სქურში, მადანის მთაზე, ასევე, ეკალ-ბარდებს სოფელ მიქავაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ის რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.

მერის თქმით, ცეცხლის კერები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მისი გავრცელების საფრხე არ არსებობს.



Print