რეგიონი
"სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებისადმი სოლიდარობა გამოხატეს. ისინი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს არ არის მარტო აჭარის ტელევიზიის პრობლემა და მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. 

„დღეს შევიკრიბეთ ჟურნალისტები იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გუნდს. ის, რაც დღეს იქ ხდება, არის ზეწოლა მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო მედიისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც ეს ღირებულებები ძვირფასია. სოლიდარობას ვუცხადებთ საინფორმაციოს გუნდს“, - ამბობენ ისინი.

2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიაში ხელმძღავნელობის შეცვლამ, საზოგადობერივ მაუწყებელში ჟურნალისტების პროტესტი გამოიწვია. საინფორმაციო გუნდის წევრების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ნაწილმა კი თავად დატოვა პოზიცია.  მიმდინარე პროცესებს მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები აფასებენ, როგორც ზეწოლას, სარედაქციო დამოუკიდებლობაში  ჩარევას და მათზე რეაგირებას ითხოვენ. 

ახალი ამბების გუნდს სოლიდარობა კოლეგებმა სხვადასხვა ქალაქშიც გამოუცხადეს.


Print