რეგიონი
ზუგდიდში იტალიიდან ჩამოსული 7 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება
მესტიასა და ზუგდიდში თვითიზოლაციაში 11 პირი იმყოფება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მუნიციპალიტეტის საზოგადობრივი ჯანდაცვის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე თქმით, მათგან შვიდი, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, ზუგდიდშია. 

„თითოეულ მათგანს ვუკავშირდებით ტელეფონით და ინფორმაციას პერიოდულად ვაწვდით შესაბამის სამსახურებს. ზუგდიდის მისამართზე იყო რვა პირი თუმცა, ერთი არ ჩამოსულა და ის იმყოფება თბილისში, დანარჩენი შვიდი აქ არის და იმყოფება თვითიზოლაციაში. ისინი ჩამოვიდნენ იტალიიდან, მათ შორის არის ერთი უცხოელი. რაც შეხება რეგიონს, სვანეთში ოთხი უცხოელი იმყოფება თვითიზოლაციაში. ვაკვირდებით მდგომარეობას, გვაქვს ოჯახებში ვიზიტები. ამ ეტაპზე არ უფიქსირდებათ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. მათაც იციან, რომ ტემპერატურის მატების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურებს“, - ამბობს ოდიშარია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა.
Print