რეგიონი
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩამოდის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ზუგდიდში ჩამოდის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში უთხრეს. ამავე ცნობით, პრეზიდენტი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს ზუგდიდში სხვა შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი, მათ შორის, ის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის, გიგი სიჭინავას სახელოსნოს ეწვევა.


Print