ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრას აქციის ფონზე მართავს
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შევიდა. ადგილზე მყოფი "შეცვალეს" აქტივისტები მას შეხვდნენ შეძახილებით "მონა, მონა!". ისინი აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტთან შეხვედრის და მათ მიერ იქ მიტანილი ნივთების გადაცემის საშუალება არ მისცეს.

სამხარეო ადმინისტრაციასთან, "შეცვალეს" აქტივისტები აქციას მართავენ. მათ ადგილზე მიიტანეს შეკმაზული ლობიო, ხახვი და კარტოფილი. მათ სურდათ, ეს ყველაფერი ზუგდიდში ჩამოსული პრეზიდენტისთვის გადაეცათ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა "საპრეზიდენტო არჩევნები კარტოფილით მოიგო".

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას ზუგდიდში სხვა შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი.


ამავე თემაზე:

საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში "შეცვალეს" აქტივისტები ლობიოთი ხვდებიან

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩამოდის



Print