რეგიონი
ანაკლიაში ქვიშიანი ქარი მოსახლეობას პრობლემას უქმნის
ანაკლიაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვიშიანი ქარია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. როგორც ადგილობრივები რადიო "ათინათს" უყვებიან, ქვიშა მათ საცხოვრებელ სახლებში აღწევს, ვერ აღებენ კარებსს და უფრო მეტიც, გადაადგილება უჭირთ. ისინი შიშობენ, რომ ეს მათ ჯანმრთელობას პრობლემას შეუქმნის.

„ქარიან ამინდში სულ ასეა. დილით იყო საშინელება. ქვიშაც არ ითქმის, რაღაც წვრილი მტვერია. მაგის ჩასუნთქვა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. განსაკუთრებით, იმ ოჯახებს ექმნებათ პრობლემა, ვინც პორტთან ახლოს ცხოვრობს, იქ საერთოდ საშინელებაა. ადრე რწყავდნენ, მაგრამ ახლა არავინ აკეთებს ამას“, - ამბობს ანაკლიის მცხოვრები მარინა თოდუა.

აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს ანაკლიის რწმუნებული გელა ლემონჯავაც. მისი თქმით, ქვიშიანი ქარის დროს მოსახლეობას სახლიდან გასვლა უჭირს.
Print