ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-54.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მას გუშინ მასთან ტესტირება განმეორდა და "კოვიდ 19-ზე" პასუხი უარყოფითი მიიღეს.

Print