ახალი ამბები
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ამავე ცნობით, ის უკვე გაწერეს ბინაზე და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print