რეგიონი
ზუგდიდში უფასო სასადილო ე.წ. გატანის სერვისზე გადადის
უფასო სასადილო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის და ბენეფიციარებს ე.წ. გატანის სერვისს სთავაზობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს. მათივე ცნობით, სასადილოს ბენეფიციარები საკვების გატანას შეძლებენ.

"რიგების დისტანციას და უსაფრთხოებას მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. გადაწყვეტილება ძალაში მანამდე იქნება, სანამ ვითარება არ შეიცვლება", - ამბობენ მერიაში.

უფასო სასადილოში 280 ბენეფიციარია რეგისტრირებული.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-ს შეადგენს. ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, კლინიკას სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. 


Print