ახალი ამბები
ზუგდიდში სამარშრუტო ტაქსებს, დროებით მუნიციპალური ავტობუსები ჩაანაცვლებს
ზუგდიდში, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება, თუმცა მათ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მერმა გიორგი შენგელიამ ისაუბრა. მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეების გადაადგილება უზრუნველყოფილი იქნება.

„ტრანსპორტი მივა თითოეული სოფლის ცენტრამდე და მოახდენს მოქალაქეების გადმოყვანას ქალაქამდე. ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ შემცირდეს მოქალაქეების მოძრაობა... მუნიციპალურ ტრანსპორტში მეტ-ნაკლებად დაცულია ის სივრცეები, რაც საჭიროა დისტანციისთვის“, - თქვა მერმა.

ამასთან, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყველა იმ პირებს, ვინც ჩართულია ვირუსთან ბრძოლის სამუშაოებში, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს და მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.








Print