ახალი ამბები
ზუგდიდის ერთ-ერთ აფთიაქში საგამოძიებო პოლიცია შევიდა
ზუგდიდში ერთ-ერთ აფთიაქში, ფინანსურმა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ადგილზე ფსიქოტროპული წამლები დანიშნულების გარეშე იყიდებოდა. აღნიშნული იმფორმაცია რადიო "ათინათს", ფინანსურ პოლიციაში არ დაუდასტურეს, თუმცა ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


Print