ახალი ამბები
ასლან ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტი" გახდა
ასლან ბჟანია, რომელმაც ამომრჩევლების ხმათა 56,5% მიიღო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ "საარჩევნო კომოსიის" თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ "საპრეზიდენტო" არჩევნების შედეგების გამოცხადებისას განაცხადა, წერს "აბხაზია ინფორმი".

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს გამეორებითი "საპრეზიდენტო" არჩევნები გაიმართა. მათში სამი კანდიდატი, ოპოზიციის ლიდერი,  ე.წ. პარლამენტის დეპუტატი - ასლან ბჟანია, "ვიცე - პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი" -  ადგურ არძინბა და დე ფაქტო რესპუბლიკის შს ყოფილი მინისტრი -  ლეონიდ ძაპშბა მონაწილეობდნენ. 


ამავე თემაზე:

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი "საპრეზიდენტო" არჩევნები მიმდინარეობს

აფხაზური მედია: წინასწარი შედეგებით "საპრეზიდენტო" არჩევნებში ასლან ბჟანია იმარჯვებს 





Print