ახალი ამბები
უბედური შემთხვევა მესტიაში - გარდაცვლილია 13 წლის მოზარდი
მესტიის სოფელ ლატალში მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. სავარაუდოდ მას იარაღი გაუვარდა. მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები უცნობია. მესტიის საავადმყოფოში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„ვერ გეტყვით რითია მიყენებული ჭრილობა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დაახლოებით სამი საათის წინ შემოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სახლში მიასვენებენ ახლა, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა“, - ამბობენ საავადმყოფოში.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება 116-ე მუხლი და 236-ე მუხლებით დაიწყო. რაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print