ახალი ამბები
გუდაუთაში "აფხაზეთის გმირი" ვალერი აიბა მოკლეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ ომის ვეტერანის, "აფხაზეთის გმირის", ვალერი აიბას მკვლელობის ფაქტი დაადასტურა, წერს "აბხაზია ინფორმი". გამოცემის ცნობით, დაუდგენელმა პირებმა აიბას დილის 9 საათზე საკუთარ სახლთან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც, ის ადგილზე გარდაიცვალა.

გუდაუთის პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავეების ვინაობის დასაგდენად.

Print